ბევრ ახალბედას მიაჩნია, რომ Windows-ის ინსტალაცია ეს არის შამანური შელოცვების სპეციალური შედეგი, რომელიც მოითხოვს, მომხმარებლისგან სულის გადასახლებას რეალური სამყაროდან ”მატრიცის” სამყაროში, თან მინიმუმ ლეგენდარული NEO უნდა იყო, რომ ამ ყველაფერს თავი გაართვა, არადა ყველაფერი გაცილებით იოლია. თან დაიმახსოვრეთ რამდენიმე ძირითადი დებულება:
- ვინც არ რისკავს, თქვენც იცით რასაც ვერ დალევს
- ვინც რისკავს, ის ბოლოსდაბოლოს ბრმა USER-ის სტატუსს სცილდება, იწყებთ თავისუფალ ცურვას ციფრულ სამყაროში და რაღაც მწვერვალებსაც აღწევს.
მოკლედ ჩვენი შეზღუდვების გამო გვიწევს ერთ ადგილზე ყოფნა და სხვისი ცოდნის შემხედვარე დარჩენა. დროა ამ უსამართლობას ბოლო მოვუღოთ და ინიციატივა ხელში ჩავიგდოთ.
წინა საინსტალაციო სამზადისი
საერთოდ სანამ ინსტალაციის მძვინვარე ტალღებში გადაეშვებით წინასწარ უნდა გაამზადოთ რამდენიმე საჭირო პროგრამა, უნდა გაამზადოთ კომპიუტერი და უნდა გაიხსენოთ რაიმე ხომ არ გაქვთ შესანახი.
სურათის ლინკი: http://jaja.forum.ge/compinfo/pic/op_system/Win_inst_59.jpg
მივყვეთ დეტალურად, მთავარი არის ინსტალაციის მეთოდი, დღეისათვის არსებობს სამი სახის ინსტალაცია:
1, სუფთა ინსტალაცია, ანუ სისტემას აინსტალირებთ ნოლიდან სულ ახალ კომპიუტერზე რომელზეც არაფერია ჯერჯერობით ჩაწერილი, ეს ვარიანტი გამოიყენება მაშინაც როდესაც დისკი (HDD) გამოცვალეთ და ჯერ დისკზე არანაირი განყოფილება არაა.
2, პრაქტიკულად პირველის იდენტურია, იგივე სუფთა ინსტალაცია ჰქვია ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კომპიუტერში Windows-ი აყენია, ან ეყენა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (დაზიანდა სისტემა, შემოიჭრნენ ვირუსები, ნელა მუშაობს კომპიუტერი და ასე შემდეგ) აუცილებელი სისტემის გადაინსტალირება.
3, კომპიუტერზე ინსტალირებული სისტემის რეინკარნაცია ძველის წაშლის გარეშე (ხშირად პირდაპირ Windows-იდან უშვებენ მის ინსტალაცაის), იდეა აქ მდგომარეობს შემდეგში: ხდება დაზიანებული და სახეცვლილი სისტემური ფაილების, ასევე რეესტრის ჩანაწერების დაბრუნება იმ მდგომარეობაში, რომელშიც წესით სუფთა ინსტალაციის დროს გვექნებოდა, მაგრამ ამ დროს არ იშლება უკვე დაინსტალირებული პროგრამები და დრაივერები, შესაბამისად რეესტრის გარკვეული ჩანაწერები მოდიფიცირდება ისე, რომ ხელი არ შეუშალოს უკვე არსებულ ჩანაწერებს. ასევე ხდება სისტემური ფაილების გადამოწმება, თუ მათი ვერსია უფრო ახალია ვიდრე საინსტალაციო პაკეტში, მაშინ მათი განახლება, ანუ საინსტალაციო პაკეტში არსებული ძველი ფაილებით შეცვლა არ მოხდება.